суббота, 4 июля 2015 г.

პროექტი


  1. პროექტის სახელწოდება: ფართობი
  2. პროექტის მთავარი იდეა: ისწავლონ ნებისმიერი ფიგურის ფართობის გამოთვლა;
  3. პროექტის აქტუალობა: პრობლემის გადაჭრისას მოსწავლე შეძლებს ნებისმიერიფიგურის ფართობის გამოთვლას; 
  4. პროექტის მიზნები: ა) მოსწავლეები თვითონ გამოთვლიან სხვადასხვა ფიგურის ფართობებს. ბ) დაადგენენ სხვადასხვა ფიგურების ფართობების გამოსათვლელი ფორმულების საერთო და განსხვავებულ ელემენტებს;
  5. მონაწილეთა ასაკი: მე - 8 კლასი
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლე იკვლევს, იძიებს და ახარისხებს ინფორმაციას, გამოითვლის რთული ფიგურების ფართობებს და მიღებული ინფორმაცია დაიდება ბლოგზე.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმღვანელო, დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, საზომი ხელსაწყოები (სახაზავი და ა.შ.), ისტ.
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
    ა) იქმნება ჯგუფები;
    ბ) ნაწილდება დავალება ჯგუფებში, მოხდება აზომვითი სამუშაოები, გამოთვლითი სამუშაოები;
    გ) მასწავლებელი ეტაპობრივად ამოწმებს მუშაობის ხარისხს
    დ) პრეზენტაცია;
  10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
    მათ. VI.10. პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოთვლა.
    · რეალურ ვითარებაში პოულობს მართკუთხა ობიექტის (მაგალითად საკლასო ოთახის იატაკი) ფართობს და შედეგს წარმოადგენს შესაფერის ერთეულებში (მათ შორის წილადების გამოყენებით);
    · იყენებს ფართობის ადიციურობას ფართობის გამოთვლაზე პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად.
  11. პროექტის ხელმძღვანელი: თამარ კაკაჩია
  12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: tamarkakachia@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: kakachiatamar.blogspot.com

понедельник, 22 июня 2015 г.

VII კლასის გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში

თემა: სამკუთხედის ტოლობის ნიშნები
მიზანი: იცის სამკუთხედის ტოლობის ნიშნები.  შეუძლია ტოლობის ნიშნების გამოყენებით ტოლი სამკუთხედების ამოცნობა და მათში ტოლი ელემენტების განსაზღვრა.
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები: maT. VII.13. moswavle xsnis geometriul amocanebs samkuTxedebTan dakavSirebuli cnebebisa da faqtebis gamoyenebiT 
Sedegi TvalsaCinoa, Tu moswavle:
 • iyenebs samkuTxedebis tolobis niSnebs figuraTa Tvisebebis dasadgenad, figuraTa ucnobi elementebis mosaZebnad an realur viTarebaSi manZilis arapirdapiri gziT dasadgenad.

აქტივობა 1. ორგანიზაციული ნაწილი (1 წთ)
მისალმება, დასწრების აღრიცხვა

აქტივობა 2. საშინაო დავალების შემოწმება (2 წთ)
მიზანი: სამკუთხედის ელემენტების თვისებების ცოდნის შემოწმება.
 დავალების შესრულების შემოწმება მოხდება კითხვების პაკეტის საშუალებით.
ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი. ნამუშევარი შემოწმდება გაკვეთილის შემდეგ.

აქტივობა 3. ,,დაიმახსოვრე სიტყვათა თანმიმდევრობა" (5 წთ)
მიზანი: მოსწავლეთა გავარჯიშება ყურადღების კონცენტრაციაში და გაკვეთილის თემისთვის განწყობის შექმნა.
ინსტრუქცია: ჩვენ ახლა ვითამაშებთ შემდეგ თამაშს. მე დავასახელებ სამკუთხედებთან დაკავშირებულ რომელიმე ტერმინს. ეს იქნება ან სამკუთხედის ელემენტი, ან მის თვისებასთან დაკავშირებული სიტყვა. მომდევნო მოსწავლე გაიმეორებს ჩემს მიერ ნათქვამ სიტყვას და დაუმატებს ერთ თავის სიტყვას. იმის მომდევნო მოსწავლე გაიმეორებს უკვე ორ წინა მონაწილის მიერ ნათქვამ სიტყვას და დაუმატებს კიდევ ერთ თავის სიტყვას და ა.შ. ვინც ვერ შეძლებს დასახელებული სიტყვების თანმიმდევრულად გამეორებას ვარდება თამაშიდან. ახლა მე დავადგენ თანმიმდევრობას - ვინ ვის შემდეგ იქნება. მოსწავლეები გაითვლიან რიგზე მასწავლებლის მითითებით.

აქტივობა 4. დებრიფინგი (1 წთ)
მიზანი: შთაბეჭდილებების გაზიარება
1. მოგეწონათ თამაში? (დიახ) 
2. იყო თუ არა იგი რთული? რატომ?
3. როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო, რომ იგი კარგად ვითამაშოთ? (ყურადღებით ყოფნა, მოსმენა, დამახსოვრება და ა.შ.)
4. თქვენი აზრით ეს თამაში სასარგებლოა? რითი? (ვივარჯიშებთ ყურადღებით ყოფნაში და ა.შ.)
5. შეგვეძლო თამაშში ნებისმიერი სიტყვის დამატება? თუ მხოლოდ გარკვეული სიტყვები უნდა დაგვესახელებინა?
6. როგორ ფიქრობთ, რატომ შეირჩა სამკუთხედთან დაკავშირებული სიტყვები?

აქტივობა 5. მასწავლებლის ჩართვა (3 წთ)
მიზანი: გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა.
 მასწავლებელი ეუბნება ბავშვებს, რომ სიტყვებისთვის თემა მან მიზანმიმართულად შეარჩია და რომ ის უკავშირდება დღევანდელი გაკვეთილის თემას. ხოლო დღევანდელი გაკვეთილის თემაა ,,სამკუთხედის ტოლობის ნიშნები". გაკვეთილის ბოლოსთვის თქვენ უნდა იცოდეთ სამკუთხედის ტოლობის ნიშნები და შეგეძლოთ ამ ნიშნების გამოყენებით სამკუთხედების ტოლობის დადგენა. არსებობს სამკუთხედის ტოლობის სამი ნიშანი (გკგ, კგკ, გგგ). (ფურცელზე დაწერილი  და გამოსახული ეს ნიშნები მაგრდება თვალსაჩინოდ).

აქტივობა 6. ვიდეოჩვენება  (5 წთ)
მიზანი: სამკუთხედების ტოლობის არსის გაცნობა და ტოლი ელემენტების ამოცნობა

აქტივობა 7მინი - დისკუსია (3 წთ)
მიზანი: ნამუშევრების შედეგების გადმოტანა დაფაზე  და განხილვა.
 მასწავლებელს დაფაზე გამოსახული აქვს ეკრანზე გამოსახული დავალების ნიმუში. იგი მოსწავლეების დახმარებით უწერს ტოლ ელემენტებს და პარალელურად სვამს კითხვებს:
- რატომ ფიქრობთ, რომ ეს ელემენტები უნდა იყოს მაინც და მაინც ტოლი?
- როგორ არჩევთ რომელი ელემენტი რომლის ტოლია?
სთხოვს მოსწავლეებს გააკეთონ დასკვნა ან ჩამოაყალიბონ რამე წესი იმისა, თუ როგორ გავარკვიოთ ტოლ სამკუთხედებში რომელი ელემენტებია ტოლი. საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მათ დასკვნის ჩამოყალიბებაში.

აქტივობა 8. მასწავლებლის ჩართვა (2 წთ)
მიზანი: სამკუთხედების ტოლობის I ნიშნის გაცნობა
 ახლა, როცა შეგვიძლია დავადგინოთ ტოლი სამკუთხედების რომელი გვერდები და რომელი კუთხეებია ტოლი, ვისაუბროთ სამკუთხედების ტოლობის ნიშნებზეც. სამკუთხედების ტოლობის I ნიშანი საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ , მივხვდეთ რომ სამკუთხედები ტოლია უკვე მაშინ, როდესაც დავინახავთ, რომ ტოლია მათი ორი გვერდი და ამ გვერდებით შექმნილი კუთხე. ანუ, ... (I ნიშანი).

აქტივობა 9. სავარჯიშოზე მუშაობა (2 წთ)
მიზანი: ტოლობის I ნიშნის გამოყენების უნარის განვითარება
 მასწავლებელი აძლევს სავარჯიშოს (I - 1) დაფაზე და სვამს კითხვებს"
- აქვთ თუ არა ამ სამკუთხედებს ტოლი გვერდები, კუთხეები?
დამისახელეთ ისინი. (პასუხები იწერება დაფაზე მასწავლებლის მიერ).
რატომ თვლით, რომ თქვენს მიერ დასახელებული გვერდები ტოლია? (ტოლი სიგრძე აქვთ)
- რა დასკვნას გააკეთებდით ამ ტოლობების მიხედვით?

აქტივობა 10. მასწავლებლის ჩართვა (2 წთ)
მიზანი: ტოლობის II ნიშნის მიცემა.
 ამეორებინებს რამდენიმე (2-3) მოსწავლეს ტოლობის I ნიშანს და აძლევს მოსწავლეებს ტოლობის II ნიშანს.

აქტივობა 11. სავარჯიშოზე მუშაობა (2 წთ)
მიზანი:  ტოლობის Iნიშნით სარგებლობის უნარის განვითარება.
 მასწავლებელი აძლევს სავარჯიშოს (II - 1) დაფაზე და სვამს კითხვებს:
- რომელი ელემენტები აქვთ ამ სამკუთხედებს ტოლი?
დამისახელეთ ისინი. (პასუხები იწერება დაფაზე)
- რატომ თვლით რომ ეს ელემენტები ტოლია?
- რა დასკვნას გააკეთებდით ამ სამკუთხედების დანარჩენი გვერდებისა და კუთხეების შესახებ? (ყურადღება მახვილდება ელემენტების შესაბამისობაზე).
- რას იტყვით ამ სამკუთხედებზე? (ტოლია)
- განსხვავდება ტოლობის ეს ნიშანი პირველისგან? რითი?
 მასწავლებელი ამეორებინებს რამდენიმე მოსწავლეს ტოლობის  I და II ნიშნებს.

აქტივობა 12. მასწავლებლის ჩართვა (2 წთ)
მიზანი: ტოლობის III ნიშნის მიცემა.

აქტივობა 13. სავარჯიშოზე მუშაობა (2 წთ)
მიზანი: ტოლობის III ნიშნის გამოყენების უნარის განვითარება
 იძლევა სავარჯიშო დაფაზე (III - 1) და დავალება:
- დაადგინეთ ამ სამკუთხედებში ტოლი ელემენტები. მიაწერეთ ისინი დაფაზე.
რატომ თვლით რომ ეს ელემენტები ტოლია?
- რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ამ სამკუთხედების კუთხეებზე? სამკუთხედებზე?
- შეგიძლიათ სამკუთხედების ტოლობის III ნიშნის ჩამოყალიბება?
- განსხვავდება ტოლობის ეს ნიშანი წინა ორი ნიშნისაგან? რითი?
 რამდენიმე მოსწავლე იმეორებს ტოლობის ამ ნიშანსაც.

აქტივობა 14. სახელმძღვანელოზე მუშაობა (ტესტი) (8 წთ)
მიზანი: მოსწავლეთა მიერ ახსნილი მასალის ათვისების შემოწმება და შეფასება.
 მოსწავლეებს ურიგდებათ ქაღალდის ცარიელი ფურცლები და ევალებათ დაწერონ მასზე საკუთარი სახელი, გვარი, და გაკვეთილის თემა. პასუხობენ ტესტებს სახელმძღვანელოში (გვ. 254-255). ტესტების პასუხებს ისინი აფიქსირებენ ამ ფურცლებზე. ბოლოს ფურცლებს კრეფს მასწავლებელი შემოწმების მიზნით.

აქტივობა 15. დებრიფინგი (4 წთ)
მიზანი: გაკვეთილის შეჯამება და შეფასება კომენტარებით
 მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას გამოთქვან საკუთარი შეხედულება ჩატარებულ გაკვეთილზე, საკუთარ მონაწილეობაზე ამ გაკვეთილის პროცესში:
- როგორ ფიქრობ, რამდენად იყავი ჩართული საგაკვეთილო პროცესში?
- რა დაიმახსოვრე ამ გაკვეთილიდან?
- მიგაჩნია, რომ შეძლებდი სამკუთხედების ტოლობის ნიშნებით სარგებლობას ამოცანების ამოხსნისას?
- როგორ ფიქრობთ, ვინ გამოირჩა გაკვეთილზე აქტიურობით? სწორი პასუხებით? რატომ?

აქტივობა 16. საშინაო დავალების გადაცემა (1 წთ)
 დაამუშაონ თემის ,,სამკუთხედების ტოლობის ნიშნები" პირველი ნაწილი (გვ. 251, 252) და შეასრულონ სავარჯიშოები: ##12 და 13 (გვ. 256)

შეფასება - განმსაზღვრელი: საკლასო მუშაობის სქემის მიხედვით.
რესურსები: სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი...
ინფორმაციის წყაროები: მოსწავლის სახელმძღვანელო: გ.გოგიშვილი, ვეფხვაძე; მე-7 კლასი გვერდი 251-256
ელ. პროგრამები და რესურსები: ist-i, Youtube.com, google.com.